საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 29 - ე მუხლის 29.3 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო წლის საწევრო შენატანის გადახდა ხდება ყოველწლიურად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. გთხოვთ, გადაიხადოთ 2016 წლის საწევრო გადასახადი მ/წ 1 თებერვლამდე, რათა არ მოხვდეთ საწევრო დავალიანების მქონე პირთა სიაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროს.
პატივცემულო ადვოკატებო, ასოციაციის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი განგრძობადი იურიდიული განათლების პროექტის ფარგლებში, ასოციაციის წევრთათვის გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ხმარდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში, 82 სხვადასხვა თემაზე ჩატარდა 374 საგანმანათლებლო ღონისძიება. თქვენი გამოკითხვა აჩვენებს, რომ გსურთ ტრენინგები, რაც ფინანსური რესურსების გარშე წარმოუდგენელია.
2016 წელს დაგეგმილია ადვოკატთათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტრენინგი თუ სემინარი, რისი განხორციელებაც ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. ხოლო, ზ/ა წესდების, 29-ე მუხლის, 29.1 პუნქტის თანახმად, ასოციაციის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანი.